ოთარ ძიძიკაშვილი - სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი

დაბადების თარიღი: 1983 წლის 27 მარტი.

დაბადების ადგილი: ქალაქი ქუთაისი, საქართველო.

2000 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საშუალო სკოლა.

2000-2004 წლებში სწავლობდა ამერიკის შეერთებული შტატებში, ქალაქ ვაშინგტონში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის თანამდებობაზე.

2005-2006 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამდივნოს უფროსი, ხოლო 2006-2010 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.

2010-2012 წლებში სწავლობდა ნიუ-იორკში (აშშ), კოლუმბიის უნივერსიტეტში და მიენიჭა საჯარო მართვის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ფინანსებისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.

2012-2014 წლებში მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის საპენსიო რეფორმების ჯგუფის კონსულტანტის პოზიციაზე.

2014-2016 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტს.

2017 წლის სექტემბრიდან არის სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი.