ვინ არის დაზღვეული?

რამდენია სადაზღვევო ლიმიტი?

სისტემის მონაწილე ბანკები

როგორ ამინაზღაურდება დეპოზიტი?

ჩვენს შესახებ

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ), რომელიც 2017 წლის 24 ივლისს დაარსდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სააგენტოს მთავარი ფუნქციაა საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების დაზღვევა. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებისმიერი კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან გაკოტრების პროცესის დაწყების შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს დეპოზიტორების კუთვნილი თანხების ანაზღაურებას დადგენილი ზღვრის ფარგლებში. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი. 2017 წლის სექტემბერში, სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე, ღია კონკურსის გზით, შეირჩა და დაინიშნა ოთარ ძიძიკაშვილი. სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა ჩამოყალიბდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. სააგენტოში, ხელმძღვანელის ჩათვლით, 5 თანამშრომელია - ფინანსური ექსპერტი/ანალიტიკოსი, იურისტი, ანაზღაურების ექსპერტი და ადმინისტრაციის სპეციალისტი. სააგენტოს ზედამხედველობას უწევს სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და კომერციული ბანკების მიერ შერჩეული 2 დამოუკიდებელი წევრის შემადგენლობით. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ადმინისტრირებას უწევს ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემას და უზრუნველყოფს მის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, ფინანსური სტაბილურობის და უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და იცავს დეპოზიტორებს კუთვნილი თანხების დაკარგვისგან (დადგენილი ზღვრის ფარგლებში). დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამ დროისთვის მსოფლიოს 114-მდე ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს. უკანასკნელი ათწლეულის გამოცდილებამ ნათლად დაადასტურა, რომ ყველაზე ძლიერი ეკონომიკისა და განვითარებული მარეგულირებლის პირობებშიც, ხშირია ბანკების გადახდისუუნარობის ...

ბოლო სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

ეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2018 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2018 წლის 08 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო ...

მეტი

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ დაზღვეული დეპოზიტორების ანაზღაურება დაიწყო

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვიდან 7 თვეში დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ დაზღვეულ დეპოზიტორს კუთვნილი თანხა პირველად აუნაზღაურა. მას შემდეგ,...

მეტი

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს“ კლიენტების საყურადღებოდ

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“ ტოვებს საქართველოს ბაზარს. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 25 ივლ...

მეტი

ხშირად დასმული კითხვები

რა ხდება, თუკი დეპოზიტორი, დადგენილ 20 დღეში, ვერ ახერხებს თანხის გამოტანას?

დეპოზიტორს სააგენტოსგან ანაზღაურების მოთ...

როგორ იმართება დეპოზიტების დაზღვევის ფონდში არსებული თანხები?

დეპოზიტების დაზღვევის ფონდში არსებულ თან...

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფონდში არ არის საკმარისი თანხები დეპოზიტორების ასანაზღაურებლად?

იმ შემთხვევაში, თუკი სადაზღვევო შემთხვევ...

სტატისტიკა

1.5 მლრდ

დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა