რამდენია სადაზღვევო ლიმიტი?

საქართველოში ფიზიკური პირების დეპოზიტები დაზღვეულია 5 000 ლარის ფარგლებში თითოეული დეპოზიტორისთვის თითოეულ ბანკში. ანუ, იმ შემთხვევაში, თუკი დეპოზიტორს ერთ ბანკში რამდენიმე ანგარიში აქვს, მისი ანგარიშები აღნიშნული ბანკისთვის ჯამდება და ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ზღვარი 5 000 ლარი იქნება. ხოლო, თუ დეპოზიტორს აქვს რამდენიმე ანგარიში სხვადასხვა ბანკში, მისი ყველა ანგარიში ყველა ბანკში დაზღვეულია ცალ-ცალკე 5000 ლარამდე ლიმიტის ფარგლებში.