როგორ ამინაზღაურდება დეპოზიტი?

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებისმიერი კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან გაკოტრების პროცესის დაწყების შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოფს დეპოზიტორებისთვის კუთვნილი თანხის ანაზღაურებას დადგენილი ზღვრის - 5000 ლარის ფარგლებში. ანაზღაურების პროცესის განსახორციელებლად შერჩეული იქნება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან ერთ-ერთი. ყველა საჭირო ინფორმაცია დეპოზიტორებს ეცნობება სააგენტოს მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე.