დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2018 წლის  საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2018 წლის 21 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში და 1 175 308,72 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 7,950% შემოსავლიანობის მქონე 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 1 160 000 ლარი, კუპონი კი 8,125%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2023 წლის 25 იანვარი.