დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2018 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2018 წლის 10 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 20 459,25 ლარის, 930 851,26 და 941 379,68 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომელთა შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 7,217%, 7,220% და 7,200%-ია .

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 1 850 000 ლარი, კუპონი კი 7,500%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2020 წლის 12 ივლისი.