დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2018 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2018 წლის 14 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 20 598,59 ლარის, 772 609,33 და 1 030 300,12 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომელთა შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 7,214%, 7,200% და 7,190%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 1 770 000 ლარი, კუპონი კი 7,500%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2020 წლის 12 ივლისი.