დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2019 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2019 წლის 8 აპრილს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ  1 336 386. 98 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი 6.800%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა  1 305 000.00 ლარი, კუპონი კი 7.250%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2021 წლის 17 იანვარი.