დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2019 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2019 წლის 13 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 2 059 754.47 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი 6.700%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 2 045 000.00 ლარი, კუპონი კი 6.750%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2021 წლის 11 ივლისი.