დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი საქართველოს საბანკო ასოციაციის და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი საქართველოს საბანკო ასოციაციის და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა. შეხვედრაზე განიხილეს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები. სააგენტომ კომერციულ ბანკებს გააცნო სადაზღვევო ზღვრის ცვლილების და ალტერნატიული სცენარების ანალიზი. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა - პასუხი გაეცა კომერციული ბანკების მხრიდან დასმულ შეკითხვებს, ასევე, შეჯერდა მხარეთა მოსაზრებები სადაზღვევო ზღვრის ცვლილების საკითხზე.