დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2020 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2020 წლის 2 მარტს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 1,589,013.77 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი 8.8000 %-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 1,550,000.00 ლარი, კუპონი კი 9.375 %-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2022 წლის 9 აპრილი.

2020 წლის 2 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 36,705,797.47 ლარს შეადგენს.