დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2020 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2020 წლის 1 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 3,005,852.22 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი 8.10%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 2,980,000.00 ლარი, კუპონი კი 8.25 %-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2022 წლის 6 ნოემბერი.

2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 55,568,396 ლარს შეადგენს.