დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2018 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2018 წლის 25 აპრილს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში და 1 233 878,40 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 7, 700% შემოსავლიანობის მქონე 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 1 190 000 ლარი, კუპონი კი 8,125%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2023 წლის 25 იანვარი.