ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით

მიმდინარე წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 16 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 19 300 224 884 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 10 450 809 495 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 2 476 422 781 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7 775 448 333 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 8 849 415 389 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 4 442 305 982 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 3 972 863 599 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 513 585 846 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 908 369 181 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 605 216 666 ლარის ეკვივალენტი.