ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2019 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით

2019 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 23 746 730 039 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 12 426 637 072 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3 163 119 788 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9 263 517 284 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 11 320 092 967 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5 651 654 639 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 5 668 438 328 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 669 294 990 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1 022 049 009 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 647 245 981 ლარის ეკვივალენტი.