ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით

2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 23 980 656 098 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 12 497 862 595 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3 208 041 926 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9 289 820 670 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 11 482 793 502 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5 726 595 912 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 5 756 197 590 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 650 143 876 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1 002 514 144 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 647 629 732 ლარის ეკვივალენტი.