ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2019 წლის 30 აპრილის მდგომარეობით

2019 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 24 090 387 323 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 12 749 514 587 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3 358 900 948 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9 390 613 639 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 11 340 872 736 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5 610 371 802 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 5 730 500 934 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 706 787 972 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1 054 755 406 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 652 032 567 ლარის ეკვივალენტი.