ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით

2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 25 036 702 886 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 13 317 626 781 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3 439 602 669 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9 878 024 113 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 11 719 076 105 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5 931 865 378 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 5 787 210 727 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 728 802 603 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1 067 578 883 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 661 223 720 ლარის ეკვივალენტი.