ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2019 წლის 31 ივლისის მდგომარეობით

2019 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 26 015 932 620 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 14 158 518 128 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3 572 520 347 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 10 585 997 781 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 11 857 414 492 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5 861 780 815 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 5 995 633 677 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 817 934 135 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1 133 013 852 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 684 920 284 ლარის ეკვივალენტი.