ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2018 წლის 30 აპრილის მდგომარეობით

მიმდინარე წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 16 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 20 007 853 575 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 10 588 009 713 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 2 604 147 082 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7 983 862 630 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 9 419 843 863 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 4 912 708 815 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 4 507 135 048 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 525 960 342 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 915 985 790 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 609 974 552 ლარის ეკვივალენტი.