ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2019 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით

2019 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 27 102 642 710 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 14 813 446 008 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3 633 675 850 ლარის ეკვივალენტი, უცხოურ ვალუტაში 11 179 770 157 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 12 289 196 702 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 6 005 384 091 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 6 283 812 612 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 887 325 406 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1 174 137 389 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 713 188 017 ლარის ეკვივალენტი.