ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2019 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით

2019 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 27,085,816,863 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 14,879,827,161 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3,618,405,487 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,261,421,675 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 12,205,989,701 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 6,030,451,623 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 6,175,538,078 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1,868,170,692 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1,147,704,774 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 720,465,918 ლარის ეკვივალენტი.