ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 27,243,191,066 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 15,070,121,202 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3,828,388,482 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,241,732,720 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 12,173,069,865 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5,767,486,823 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 6,405,583,042 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 2,017,232,274 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1,284,341,452 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 732,890,822 ლარის ეკვივალენტი.