ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2020 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით

2020 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 27,307,272,566 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 14,736,219,448 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3,716,410,960 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,019,808,488 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 12,571,053,118 (ეროვნულ ვალუტაში - 6,563,069,577 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 6,007,983,541 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1,904,590,925 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1,169,588,459 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 735,002,467 ლარის ეკვივალენტი.