ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით

2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 28,373,646,606 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 15,994,593,760 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3,900,294,082 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 12,094,299,678 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 12,379,052,846 (ეროვნულ ვალუტაში - 5,677,323,952 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 6,701,728,893 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 2,068,529,379 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1,356,879,764 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 711,649,615 ლარის ეკვივალენტი.