ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2020 წლის 31 მაისის მდგომარეობით

2020 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 29,128,849,572 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 15,959,466,294 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3,941,917,355 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 12,017,548,940 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 13,169,383,278 (ეროვნულ ვალუტაში - 6,333,898,181 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 6,835,485,097 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 2,003,763,125 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1,293,356,322 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 710,406,803 ლარის ეკვივალენტი.