ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით

2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 31 860 065 758 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 16 408 448 099 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4 171 300 435 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 12 237 147 664 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 15 451 617 659 (ეროვნულ ვალუტაში - 8 563 208 669 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 6 888 408 990 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 3 678 754 260 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1 981 245 128 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 1 697 509 132 ლარის ეკვივალენტი.