ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2018 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით

მიმდინარე წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 22 772 981 898 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 12 168 649 460 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 2 865 330 422 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9 303 319 038 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 10 604 332 438 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5 149 218 697 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 5 455 113 741 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 639 580 045 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 979 951 526 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 659 628 519 ლარის ეკვივალენტი.