კომერციული ბანკების მიერ აგვისტოში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 1 295 079,05 ლარი შეადგინა

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის ივლისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 295 079,05 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა აგვისტოში დაფარეს.