კომერციული ბანკების მიერ თებერვალში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 2 422 599,93 ლარი შეადგინა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებსაქართველოს კანონის დაკომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის 2021 წლის თებერვლითვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 2 422 599,93 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2021 წლის მარტში დაფარეს.