კომერციული ბანკების მიერ იანვარში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 1,313,555.28 ლარი შეადგინა

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის 2019 წლის იანვრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1,313,555.28 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2019 წლის თებერვალში დაფარეს.