კომერციული ბანკების მიერ ივლისში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 1 251 774,70 ლარი შეადგინა

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 16 კომერციული ბანკისთვის ივნისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 251 774,70 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა ივლისში დაფარეს.