კომერციული ბანკების მიერ ივლისში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 1 437 695,38 ლარი შეადგინა

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის 2019 წლის ივლისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 437 695,38 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2019 წლის აგვისტოში დაფარეს.