კომერციული ბანკების მიერ ივლისში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 2,281,780.37 ლარი შეადგინა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებსაქართველოს კანონის დაკომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის 2020 წლის ივლისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ  2,281,780.37 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2020 წლის აგვისტოში დაფარეს.