კომერციული ბანკების მიერ ოქტომბერში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 1 310 971,21 ლარი შეადგინა

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის სექტემბრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 310 971,21 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა სექტემბერში დაფარეს.