კომერციულმა ბანკებმა თებერვლის თვეში 1 188 895,47 ლარი რეგულარული სადაზღვევო შენატანი გადაიხადეს

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 16 კომერციული ბანკისთვის იანვრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 188 895,47 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა მიმდინარე თვეში დაფარეს.