პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი კოვზანაძემ ბრძანა: კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მკაცრი ზედამხედველობა, ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია და ჩვენ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გაძლიერების კუთხით მორიგ ნაბიჯს ვდგამთ. თუ ახლა საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 4 მილიარდი ლარია, კანონის ამოქმედების შემდეგ ეს მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

დღევანდელი მონაცემებით, ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 3 988 538 894 ლარშეადგენს, რაც მთლიანი დაზღვეული დეპოზიტების 21%-ს წარმოადგენს.

კანონპროექტში გათვალისწინებულია, როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, ფუნდამენტური ცვლილებები მიზნად ისახავს დეპოზიტების დაზღვევის ისტემაში იურიდიული პირების დამატებას, რაც საინვესტიციო პოლიტიკის მოქნილობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

აფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ კანონში ცვლილებები დადებითად შეაფასა და მხარი დაუჭირა.