საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს კანონპროექტი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს კანონპროექტიდეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, კანონპროექტის თანახმად, დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვა 2022 წლის 1 იანვრიდან მოხდება.

თუ 2020 წლის 1 ივლისიდან ფიზიკური პირებისთვის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 5000 ლარიდან 15 ათას ლარამდე გაიზარდა, ახლა იურიდიული პირების შემთხვევაშიც, ზღვარი 15 000 ლარი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კანონპროექტში გათვალისწინებულია, როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საინვესტიციო პოლიტიკის მეტი მოქნილობა და სადაზღვევო ფონდის სახსრების განკარგვის ეფექტიანობა.