სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს“ კლიენტების საყურადღებოდ

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“ ტოვებს საქართველოს ბაზარს. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 25 ივლისის №465 განკარგულებით, დაიწყო ბანკის ლიკვიდაციის პროცესი, რაც ამავდროულად გულისხმობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სადაზღვევო შემთხვევის დადგომას.

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სიტემით, დაზღვეულია რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების ყველა ტიპის დეპოზიტები - ხელმისაწვდომი პოზიტიური ნაშთი. ის დეპოზიტები, რომელზეც წვდომა შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მათ შორის დაყადაღებული ან სესხის უზრუნველყოფისთვის დაბლოკილი თანხები), არ ექვემდებარება ანაზღაურებას. დაუზღვეველი დეპოზიტების სრული ჩამონათვალი განსაზღვრულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით (მუხლი 18).

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 5 000 ლარით. 5 000 ლარს ზემოთ არსებული თანხა ანაზღაურდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორის მიერ. იხილეთ საქართველოს ეროვნული ბანკის და ლიკვიდატორის განცხადება.

ასანაზღაურებელი თანხების გაცემა დაიწყება 2018 წლის 30 ივლისიდან სს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში.

კუთვნილი თანხის მისაღებად გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 29 67 46; 595 267 313.