სიახლეები

KFW-ის ტექნიკური დახმარების პროგრამის ექსპერტის ვიზიტი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში

27 აპრილი 2018

გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ტექნიკური დახმარების პროგრამის პირველ ეტაპზე სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს გერმანული საკონსულტაციო კომპანია GBDS-ის (Global Banking Development Solutions) ექსპერტი პატრიკ ლოები ეწვია. ექსპერტის პირველი ვიზიტი მიზნად არსებული ვითარების შესწავლას ისახავდა. პატრიკ ლოებმა შეხვედრები გამართა საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ბანკების ასოციაციის წარმომადგენლებთან. 4 დღიანი მისიის განმავლობაში, რომელიც 26 აპრილს დასრულდა, ექსპერტს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა სააგენტოს თანამშრომლებთან, გაეცნო ყოველდღიურ სამუშაო პროცესს და მიმდინარე აქტივობებს.

მიღებული ინფორმაციის, არსებული სამართლებრივი აქტებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, ექსპერტი, პროექტში ჩართულ სხვა კოლეგებთან ერთად, სააგენტოს წარმოუდგენს საკონსულტაციო მოსაზრებებს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის განვითარების და საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებებზე.

მისიის მომდევნო ეტაპზე სააგენტოს GBDS-ის 2 ექსპერტი ეწვევა. GBDS ფინანსური და საბანკო სექტორში ექსპერტიზის მქონე მრავალწლიანი გამოცდილების საკონსულტაციო კომპანიაა.