სიახლეები

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

1 ივნისი 2021

სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში შტატით სულ 6 ადამიანია დასაქმებული. 2021 წლის მაისში, სააგენტოს თანამშრომლებს 5 პატარა შეეძინათ - მათგან 3 ტყუპი გოგონა. დაგვეთანხმებით, მაისის თვეში, სააგენტოს წვლილი დემოგრაფიულ განვითარებაში, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

ვულოცავთ ჩვენს თანამშრომლებს ამ სიხარულს, მათ პატარებს და მსოფლიოში ყველა ბავშვს ვუსურვებთ მზიან, ნათელ ბავშვობას და წარმატებულ მომავალს!