დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2018 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2018 წლის 21 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში და 1 175 308,72 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 7,950% შემოსავლიანობის მქონე 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 1 160 000 ლარი, კუპონი კი 8,125%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2023 წლის 25 იანვარი.