დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2024 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2024 წლის 5 მარტს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 15,765,311.56 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8,150%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 15,000,000.00 ლარი, კუპონი კი 9.750 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2027 წლის 27 იანვარი.
2024 წლის 5 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 201,474,000 ლარს შეადგენს.