დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2024 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2024 წლის 2 აპრილს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 5,319,281.91 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 7.900%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 5,000,000.00 ლარი, კუპონი კი 9.750 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2027 წლის 27 იანვარი.
2024 წლის 2 აპრილის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 206,474,000 ლარს შეადგენს.