სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

6 აგვისტო 2024

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2024 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2024 წლის 6 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 14,225,970.72 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 10 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში (3.4 წლიანი ნარჩენი ვადიანობის), რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 9.000%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 14,000,000.00 ლარი, კუპონი კი 9.375 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2028 წლის 18 იანვარი.

2024 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 237,854,000 ლარს შეადგენს.