დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2024 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2024 წლის 24 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 5,022,018.27 ლარის და 5,002,215.79 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5.5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად, 8,300% და 8,400%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 5,000,000.00 ლარი, კუპონი კი 8.250%-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2029 წლის 28 აგვისტო.
2024 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 247,854,000 ლარს შეადგენს.