სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

23 ოქტომბერი 2024

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2024 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2024 წლის 22 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 14,137,956.58 ლარის და 14,148,930.09 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5.5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად, 8,330% და 8,300%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 14,000,000.00 ლარი, კუპონი კი 8.250%-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2029 წლის 28 აგვისტო.

2024 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 253,854,000 ლარს შეადგენს.