სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

5 მარტი 2025

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2025 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2025 წლის 4 მარტს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 20,707,718.32 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 10 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8.440%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 20,000,000.00 ლარი, კუპონი კი 9.375 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2028 წლის 18 იანვარი.

2025 წლის 4 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 286,854,000 ლარს შეადგენს.