დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2025 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2025 წლის 22 აპრილს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 6,359,758.82 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 10 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8.750%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 6,000,000.00 ლარი, კუპონი კი 10.250 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2030 წლის 23 აპრილი.
2025 წლის 22 აპრილის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 300,854,000 ლარს შეადგენს.