სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

6 აგვისტო 2025

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2025 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2025 წლის 5 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 16,128,914.85 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5.5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 9.100%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 16,000,000.00 ლარი, კუპონი კი 8.250 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2029 წლის 28 აგვისტო.

2025 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 327,868,000 ლარს შეადგენს.